ზაზა დგებუაძე – სამეგრელოში ტუბერკულოზით 450-მდე ადამიანია დაავადებული

0

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 24 მარტი სწორედ ტუბერკულიოზთან ბრძოლის დღეა. ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოგვიწოდებს უწყვეტად ვიზრუნოთ ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პირის გამოვლენის, მკურნალობისა და განკურნებისთვის და დავაჩქაროთ ტუბერკულოზის აღმოფხვრის პროცესი.

დღევანდელი მონაცემებით სამეგრელოს რეგიონში აღნიშნული დაავადებით დაახლოებით 450-მდე ადამიანია დაავადებული.

როგორც ზუგდიდის ტუბ-საავადმყოფოს მთავარი ექიმი ზაზა დგებუაძე SMO NEWS-თან აცხადებს, წინა წლებთან შედარებით ტუბერკულოზის დაავადებულთა რიცხვმა იკლო და ყოველწლიურად აღნიშნული დაავადების კლების მაჩვენებელი 1,5%-დან 2 %-მდე მერყეობს. თუმცა როგორც ზაზა დგებუაძე აცხადებს, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი იმისთვის, რომ რეგიონმა ამ მხრივ მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწიოს.

საავადმყოფოს დირექტორმა smo news-თან დაავადების კონტროლის მხრივ ახალ მიღწევებსა და მედიკამენტოზურ საშუალებებზეც ისაუბრა.

სხვა ახალი ამბები: