ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო-სამაშველო ჯგუფებმა პატრულირება დაიწყეს

0

ფოთში ზღვის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამუშაოები ხორციელდება.მათ შორისაა სამაშველო ჯგუფების შექმნა.

15 ივნისიდან, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრის მაშველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, მალთაყვისა და კუნძულის სანაპირო ზოლზე დილის 08-00 სთ-იდან საღამოს 20-00 სთ-მდე პატრულირებენ.კატერებითა და სკუტერებით კი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო არის ჩართული.

მალთაყვის სანაპირო ზოლზე მაშველებს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან მამუკა პაპასკირთან და ირაკლი თოფურიასთან ერთად შეხვდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა მაშველებს პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. ფოთის საზღვაო-სამაშველო ჯგუფი მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.