“ზუგდიდდასუფთავება” მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში 2017 წლის 16 იანვრიდან იწყება სოფლის მოსახლეობისათვის კარდაკარ შემოვლით (ე.წ. ,,ზარის პრინციპით’’)მომსახურეობის პროგრამის განხორციელება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის თითოეული ოჯახიდან თვეში ოთხჯერ,წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით,სატვირთო ავტომანქანებით გაიზიდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნაგავი.

აღნიშნული ღონისძიებისათვის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრში,, გამოყოფილია 6 სატვირთო ავტომანქანა. შედგენილია ცალკეული სოფლებში მათი მისვლის გრაფიკი. სატრანსპორტო საშუალებებისა და მტვირთავების მუშაობას გააკონტროლებენ ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის,,  უბნების ხელმძღვანელები და კონტროლიორები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N19 დადგენილებით განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარით, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია 4 კაცით, ან მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არ აჭარბებს 2 ლარს თვეში.

სხვა ახალი ამბები: