ზუგდიდელები ახალ გამგებელს სავარაუდოდ მეორე ტურის გამართვის შემდეგ აირჩევენ

0

ზუგდიდის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემების თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამადგენელი ბესიკ გაბუნია 45,28 %-ით ლიდერობს. ეს უკანასკნელი “ქართული ოცნების კანდიდატს, ლაშა გოგიას 534 ხმით უსწრებს. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ამომრჩეველთა ხმების  43,35 % მიიღო.

რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ “პატრიოტთა ალიანსის” გამგებლობის კანდიდატს, გიზო სართანიას, მან ამომრჩეველთა ხმების 8.48% მიიღო (2776 ხმა).

როგორც SMO NEWS-მა გაარკვია, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად სცნო 2068 საარჩევნო ბიულეტინი, სადაც შემოხაზული იყო ორი ნომერი ერთად. 41 – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ლაშა გოგია და 8-“პატრიოტთა ალიანსი”-გურგენ სართანია.

ბათილი ხმების შემდეგ დაწინაურდა “ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატი ბბესიკ გაბუნია.

SMO NEWS-ის ინფორმაციით გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს უკვე ორი კანდიდატი, ბესიკ გაბუნია და ლაშა გოგია დაუპირისპირდებიან.

სხვა ახალი ამბები: