ზუგდიდელი მხატვრის, ელენე ფიფიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა დღეს გაიხსნა

0

ზუგდიდის “არტ გალერეაში” ზუგდიდელი მხატვრის, ელენე ფიფიას ნამუშევრების გამოფენა დღეს გაიხსნა. ზუგდიდელი მხატვრის ნამუშევრები ქალაქ ზუგდიდის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებაზე მხატვარმა ორწლიანი მუშაობის შედეგეად შექმნილი კომპოზიციები წარმოადგინა.

“ნამუშევრები რადიკალურად განსხვავდება წინა ნამუშევრებისგან. კომპოზიციები ნაჭრებისა და ძაფებისგანაა შესულებული და არის განზოგადებული თემები“, – აღნიშნა მხატვარმა.

გამოფენა მუსიკალურად მხატვრის ვაჟიშვილმა, ლექსო ფარცვანიამ და ანსამბლმა “იანარმა” გააფორმეს.

ზუგდიდელი მხატვრის მიერ წარმოდგენილი კომპოზიციები ქალაქის “არტ-გალერეაში” რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიფინება, 10 ივნისს  კი მათ ავტორი თბილისში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს.

სხვა ახალი ამბები: