ზუგდიდელი ქალბატონი საერთაშორისო ავტორბოლაში მიიღებს მონაწილეობას

0

ზუგდიდელი ქალბატონი, ნანა არაჩემია მსოფლიო დონის ავტორბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია smo news-ს ტავად ნანა არაჩემიამ მიაწოდა.

“მე მივიღებ მონაწილეობას მსოფლიო დონის ავტომრბოლელთა შეჯიბრში, სადაც მე ვიქნები ერთადერთი ქალი, რომელსაც 60 წელი შეუსრულდა და თან ერთადერთი მონაწილე საქართველოდან. ავტომრბოლელთა შეჯიბრი სავარაუდოდ ზაფზულში გაიმართება ესპანეთის ქალაქ მადრიდში. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი და ღრმად ვარ დარწმუნებულიც, რომ აღნიშნულ ავტორბოლაში საპრიზო პირველ ადგილს მე ავიღებ. მადრიდში მე უნდა ვასახელო ჩემი საქართველო და ჩემი ზუგდიდი”-აცხადებს ნანა არაჩემია.

არაჩემიას განცხადებით ავტორბოლაში მონაწილეობის მიღებაზე შეთავაზება ესპანეთიდან მან პერსონალურად მიიღო. ამ ეტაპზე მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობა. ნანა არაჩემია ესპანეთში მისი ჩასვლის წინასწარდადგმულ სცენარსაც გვიმხელს.

“მე ზუსტად იმა ადგილზე დავფრინდები ვერტმფრენით, სადაც ავტორბილა გაიმართება. მეცმევა სადედოფლო კაბა, მანქანამდე მიმიყვანს შეჯიბრების ორგანიზატორი. კაბის შიგნით მეცმევა სპორტული თანსაცმელი, გავიხდი კაბას, გავიკეთებ ხელთათმანებს და დავჯდები BMW-ს საჭესთან. მე მოვიგებ ამ ავტორბოლას”-აცხადებს ნანა არაჩემია, რომელიც ესპანეთში გამგზავრებას რამდენიმე თვეში ელოდება.

სხვა ახალი ამბები: