ზუგდიდელმა მომღერალმა და პლასტიკურმა ქირურგმა ძველი მეგრული სიმღერა ააჟღერეს

0

პირველად იყო სიმღერა,გალობა მრავალხმიანი, და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი 👨‍🎤👨‍🎤👨‍🎤👨‍🎤🕛🌠🎼🎵🎶🎙️🎤🎧

Zveřejnil(a) Zura Shanava dne 21. listopad 2017

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ძველი მეგრული სიმღერა, ახალი ინტერპრეტაციით გამოჩნდა. სიმღერის შემსრულებლები, ზუგდიდელი მომღერალი ვახო გოგილავა და ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ზურა შანავა არიან. მათ მიერ შესრულებულ სიმღერას სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. ჩვენ გადავწყვიტეთ ზურა შანავასთან ბლიც ინტერვიუ ჩაგვეწერა.

-სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი სიმღერა, რომელიც მეგრულ ენაზეა შესრულებული. გადაწყვიტეთ პარალელურად თქვენი ძალები ამ სფეროშიც მოსინჯოთ თუ ეს უბრალოდ ახალი გატაცებაა?

-სიმღერა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. კონკრეტულად ამ სიმღერას რაც შეეხება და იმას თუ რატომ დავიწყე ახლა ამის კეთება, მოგახსნებთ. დაახლოებით 1 წლის წინ გავიცანი უნიჭიერესი მომღერალი და უბრალოდ კარგი ადამიანი და უკვე კარგი მეგობარი ვახო გოგილავა. თავიდან არვიცოდი რა საქმით იყო დაკავებული.ვახომაც გამიცნო როგორც პლასტიკური ქირურგი. როცა გავიგე მომღერალი იყო ,ძალიან მესიამოვნა,იმიტომ რომ ,ბავშვობიდან მიყვარს სიმღერა და ვუთხარი, რომ მეც ვმღეროდი ბავშვობაში. ვახოსთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა და დიდი აღტაცება გამოიწვია მასში ამ ინფორმაციამ. შემომთავაზა ერთად ხომ არ გვემღერაო,თავიდან ტრადიციული ქართული სუფრის ფარგლებში გადავწყვიტეთ ხმების შეწყობა, მაგრამ ნელნელა მოთხოვნილებები გაგვეზარდა და ვიფიქრეთ ხომ არ ჩაგვეწერა სიმღერა.

მე ქართული ფოლკლორის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ამიტომ მოვიფიქრეთ ეგრე, გვეპოვა ძველი, თითქმის მივიწყებული ან უკვე სრულიად მივიწყებული ქართული ხალხული სიმღერები და მათთვის ახალი სიცოცხლე შეგვეძინა. თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ყველასთვის ცნობილი და პოპულარული სიმღერებიც ვიმღეროთ.რაღაცნაირად ძლიერი მოტივაცია გაგვიჩნდა რომ ამ საქმეს სერიოზულად მივდგომოდით, მალე მოვძებნეთ სიმღერა,დავამუშავეთ და ჩავწერეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია ასეთი სიმღერების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.ჩვენი დიდი სურვილია რომ ამას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონდეს და კიდევ ბევრი სიმღერა ჩავწეროთ.

-ფიქრობთ თუ არა, რომ გაქვთ სიმღერის ნიჭი და სერიოზული გეგმებიც გაქვთ სამომავლოდ ამ კუთხით?

– სიმღერის ნიჭი რამდენად მაქვს ეს საზოგადოებამ შეაფასოს.რაც შეეხება სიმღერის როლს ჩემს ცხოვრებაში,ზუსტად ნამდვილად ვერ გავიხსენებ რომელი ასაკიდან ვმღერი,ალბათ 3 ან 4 წლის ასაკიდან.მამაჩემიც მღეროდა ხალხურ სიმღერებს და ალბათ ამან იმოქმედა ჩემზეც.ჩემი პირველი სიმღერებიც მახსოვს 3-4 წლის ასაკში რასაც ვმღეროდი ჩემთვის სახლში.ეს იყო „შავლეგო“ და „თუ ასე ტურფა იყავი“.

გეგმებს რაც შეეხება ,ჩვენი გეგმები საკმაოდ საინტერესოა და მემგონი სასიკეთოც,ყველაფერს ახლა ვერ გეტყვით,მაგრამ ეტაპობრივად გამოჩნდება ყველაფერი.ამ ეტაპისთვის როგორც გითხარით ჩვენი მიზანია სიმღერების გაცოცხლება და პოპულარიზაცია. ამისთვის დროს და ენერგიას არც მე და არც ვახო არ დავზოგავთ.

-თუ არის თქვენს პროფესიულ საქმიანობაში რაიმე სიახლეები, რომელიც მნიშვნელოვანია და აღსანიშნავიც ამავდროულად?

-პლასტიკურ ქირურგიას რაც შეეხება,ჯერჯერობით განსაკუთრებული სიახლე არაფერია,ვვითარდებით და ვმუშაობთ აქტიურად. პლასტიკური ქირურგია და ზოგადად ექიმობა ჩემთვის შეუცვლელია, ეს ის საქმეა რომელიც უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს და ბედნიერი ვარ რომ დღეს ამ საქმით ვარ დაკავებული.

-როგორ უკავშირებთ ან დაუკავშირებთ სამომავლოდ სიმღერას და პლასტიკურ ქირურგიას ერთმანეთს?

-სიმღერა და პლასტიკური ქირურგია ერთმანეთს არ უშლის ხელს,პირიქით მემგონი ხელს უწყობს კიდეც.საოპერაციოშიც ოპერაციის დროს, მუდმივად ჩართული გვაქვს სიმღერა.მართალია ხალხური სიმღერები არა,მაგრამ მაინც. ამაღლებულ განწყობას უქმნის ადამიანს სასიამოვნო სიმღერის მოსმენა,და ამაღლებული განწყობით გაკეთებული ნებისმიერი საქმე სასურველი შედეგით მთავრდება ყოველთვის. პლასტიკური ქირურგია ჩემი ცხოვრების გზაა,ამ გზაზე ვდგავარ და ამ გზიდან არასდროს გადავუხვევ და სიმღერაც ამ გზის თანამდევი თუ იქნება ძალიან ბედნიერი ვიქნები.იმიტომ რომ ეგ ორი საქმე არის ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

-როგორი განწყობით ხვდებით დამდეგ ახალ წელს?

-ახალ წელს ამაღლებული განწყობით ვხვდები რათქმაუნდა.ახალი წელს ახალი გრძნობა,განწყობა მოლოდინი,იმედი,პერსპექტივა გეუფლება ადამიანს.ამიტომ შეუძლებელია ცუდი განწყობით შეხვდე ახალ წელს. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ყველა ზუგდიდელს და მთელ საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი.ვუსურვო ყველას წარმატებული და ბედნიერი წელი, მშვიდობიანი და გამთლიანებული საქართველო. ვისურვებდი, რომ ყველა კეთილი ადამიანისთვის ეს წელი ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს.

სხვა ახალი ამბები: