ზუგდიდელმა “შუმახერამ” ნათესავის მანქანა 8 წლის ასაკში გაიტაცა

0

DSC01701ნანა არაჩემია. ინსტრუქტორი. ამჟამად დაკავებულია ავტომოყვარულთათვის საგზაო მოძრაობებისა და წესების სწავლებით. მას ზუგდიდში აქვს საკუთარი ავტო სკოლა და მოსწავლეები, რომლებსაც საგამოცდოდ ამზადებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge ავტო სკოლის ინსტრუქტორს საკუთარი ავტო სკოლის მოედანზე შეხვდა. სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონმა გულთბილად მიგვიღო და გაგვიმხილა ყველა ის საიდუმლო, რომელიც მას ავტომანქანებთან აკავშირებს.

-გავიგეთ რომ ძალიან ადრეულინ ასაკიდან მართავთ ავტომანქანას.

საკმაოდ. 8 წლის ასაკიდან უკვე საჭეს ვეუფლებოდი. მანქანა იმ დონემდე შემიყვარდა, რომ ჩემს მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც ჩვენთან სახლში მოდიოდნენ, მანქანის გასაღებს ვპარავდი და მიმყავდა გაურკვეველი მიმართულებით (იცინის).

-რაიმე კონკრეტულ ეპიზოდს თუ გაიხსენებდით?

-ბევრი ეპიზოდებია ასეთი, თუმცა ერთ-ერთს მოგიყვებით. ერთ მშვენიერ დღეს სტუმრად მოვიდნენ ჩვენთან ნათესავები. მე მათ მოვპარე გასაღები და გავუჩინარდი. საღამომდე ეს მანქანა ქალაქგარეთ დამყავდა. ჩემი მშობლები თურმე ამასობაში ნერვიულობდნენ და მაშინდელი კგბ-ს უფროსი გული ზაქარაიაც გაუფრთხილებიათ ამის შესახებ. შებინდებულზე სახლში მივედი და აღმართზე, სადაც ჩვენი სახლი იყო უკუსვლით ავედი. გული ზაქარაია გაგიჟდა, უკუსვლით კი არა ჩვეულ რეჟიმში ვერ ვატარებ მანქანას ასეო (იცინის).

-არ დაგსაჯეს მშობლებმა ჩადენილი საქციელის გამო?

-კი რა თქმა უნდა. დამსაჯეს და გვარიანადაც მცემეს. თუმცა წლების მერე მამაჩემმა, მაშინ როდესაც უკვე 12 წლის ვიყავი, მიყიდა საკუთარი ავტომანქანა, რომელსაც ვატარებდი ყველა წესისა და რიგის დაცვით. სკოლაში საკუთარი მანქანით დავდიოდი.

-მართვის მოწმობა როდის აიღეთ?

-18 წლის ვიყავი, როდესაც მართვის მოწმობა ავიღე. გავიარე სპეციალური გამოცდები და ჩვეულებრივად, იმავე დღეს გავხდი მართვის მოწმობის მფლობელი. მყავს მოსწავლეები და ყველა ითვისებს თავისებურად.

-თქვენ საერთაშორისო ავტორალების მონაწილე და გამარჯვებულიც ბრძანდებით.

-დიახ, ვარ მონაწილეც და გამარჯვებულიც. პირველად რალში მონაწილეობა 18 წლისამ მივიღე. ეს იყო ბულგარეთში. ჩემი და იქ არის გათხოვილი და სიძემ მირჩია მიმეღო მონაწილეობა. როცა ავტორალის ორგანიზატორმა გაიგო, რომ მე 18 წლის მანდილოსანს უნდა მიმეღო მონაწილეობა, გაშტერდა და თქვა, ამან რალზე რა უნდა ქნასო. თუმცა ბოლოს დარწმუნდა რომ აქ სხვა რამესთან ჰქონდა საქმე. იმ წელს მე ბულგარეთის საერთაშორისო ავტორალის გამარჟვებული გავხდი და გადმომეცა პრემია 1.000 დოლარის ოდენობუით. ამას მერე მოჰყვა საფრანგეთის, ესპანეთის და სხვა დიდ ქვეყნებში გამართული ავტორალები.

-დღეს თქვენ უკვე გაქვთ ავტოსკოლა და სხვებს უზიარებთ თქვენს დიდ გამოცდილებას.

-დიახ ასეა. ჩემის ურვილია და თან ძალიან დიდი სურვილი ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ზუგდიდში ყველა კარგად მართავდეს ავტომანქანას. განსაკუთრებით კი დიდ ყურადღებას ვაქცევ ქალებს საჭესთან, რადგანაც მეც ქალი ვარ და…

ნანა არაჩემიასთან ერთად ავტო სკოლაში ინსტრუქტორად 21 წლის გიორგი ჭითანავაც მუშაობს. როგორც ამბობს, გიორგიც მისი ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, თუმცა ის შვილივით იმდენად შეიყვარა, რომ სამსახურში დატოვა. როგორც ნანა არაჩემია ამბობს, გიორგი ჭითანავა მისი გამოზრდილია დაავტომანქანას ისე მართავს, როგორც თვითონ, თუმცა გიორგიის რალებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

-რა ჯდება თქვენს ავტო სკოლაში ერთი გაკვეთილი?

-იგივე, რაც სხვაგან. 20 ლარი, თუმცა მე იმდენად პროფესიონალურ დონეზე ვასწავლი, რომ 40 ლარიც შეიძლება გადაახდევინო. გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში ხალხს არ აქვს ამის საშუალება, ჩვენც ერთ გაკვეთილში 20 ლარს ვახდევინებთ. სხვა ავტოსკოლებისგან განსხვავებით, ჩვენ ეზოს გარეთაც გავდივართ და ვასწავლით მთავარ მაგისტრალზე მოძრაობის წესებს, ასევე ქუჩებში და ასე შემდეგ…

ვიდეორეპორტაჟი:

 

 

სხვა ახალი ამბები: