ზუგდიდი “ანაკლიობასა” და Gem fest-ს სრულ მზადყოფნაში ხვდება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან ერთად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ბიზნესფესტივალ ანაკლიობა-2017-სა ,,Gem-fest“-ის სამზადისზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ანაკლიობასა და მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „Gem-fest“ სრულ მზადყოფნაში ხვდება. მობილიზებულია გამგეობის ყველა შესაბამისი სამსახური. ანაკლია-გამნმუხურის სანაპირო ზოლი სისტემატურად სუფთავდება და დამატებით სანაგვე ურნების განთავსებაც იგეგმება. ყოველდღიურად კონტროლდება გარე განათების სისტემა. კვირას კი მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება, რომელშიც 700-მდე საჯარო მოხელე მიიღებს მონაწილეობას. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი იდეალურ მდგომარეობაში იქნება და დამსვენებლებს სასიამოვნო გარემოში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ”-განაცხადა ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: