“ზუგდიდი ჩემთვის უძვირფასესი ქალაქია”-გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში

0

ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გურამ დოჩანაშვილმა საზოგადოებას წიგნი”ბრმადყოფილზე, და…..” II ტომი წარუდგინა. ახალ თხზულებას საფუძვლად სახარების თემა ბრმადყოფილის შესახებ უდევს. წიგნის პრემიერის ზუგდიდში გამართვას მწერალი ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულით ხსნის.

როგორც მწერალმა აღნიშნა, საქართველოს პატრიარქი იყო ის ადამიანი, რომელმაც მას ახალი ნაწარმოების დაწერის ძალა მისცა. შეხვედრა „არტ უნივერსალის“ დამფუძნებლის ხატია ჯანაშიას თაოსნობით შედგა.

გურამ დოჩანაშვილის ახალ თხზულებას საფუძვლად სახარებისეული თემა უდევს ბრმადყოფილის შესახებ. “სამოსელი პირველის” შემდეგ ეს მწერლის, სახარებისეულ თემაზე აგებული მორიგი ნაწარმოებია.

შეხვედრის დასასრულს გურამ დოჩანაშვილმა გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა რომ, ყოველთვის გრძნობს დიდ სიყვარულს ზუგდიდელებისგან , რაც მისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

“ზუგდიდი ჩემთვის უძვირფასესი ქალაქია, მშობლიური. აქ ნათესავები მყავს. ყოველ ზაფხულს ჩამოვყავდი ბაბუას და ბავშვობიდან მშობლიური ქალაქი იყო ჩემთვის. ახლა რომ ვხედავ ასეთ სიყვარულს და კეთილგანწყობას, ეს დიდ ძალას მაძლევს შემდგომი მუშაობისთვის. მადლობა ყველას”, – აღნიშნა დოჩანაშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები: