ზუგდიდი კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

0

kunlunfight-ის ეგიდით საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში კიშენკოს თასის მოსაპოვებლად, ქალაქ ზუგდიდში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 11-დან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენები.

საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები ჩინეთში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე კიკბოქსინგის ორგანიზაცია კუნლუნ ფაითზე.

ტურნირის ორგანიზატორია, კიკბოქსინგის ორგანიზაცია საქართველოში “კოლხეთის თასი”. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან:  რუსეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ლარს.

სხვა ახალი ამბები: