ზუგდიდი მერია სოციალურად დაუცველ ჯგუფებს სააღდგომო საჩუქრებს გადასცემს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, სააღდგომოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ -მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს და უფასო სასადილოს ბენეფიცარებს, ჯამში დაახლოებით 550-მდე ოჯახს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

სასაჩუქრე კალათები საკვებ პროდუქტებს მოიცავს და ერთი კალათის ღირებულება 62 ლარია.

მერიამ სასაჩუქრე კალათები დღეს უფასო სასადილოს 250 ბენეფიციარს გადასცა.