“ზუგდიდი სითი” მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს

0

სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითი“-მ, მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია , მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე , საზოგადოება „ზუგდიდელები“, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ზუგდიდი სითი“, რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია.

,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროექტის პრეზენტაციისთვის. ჩვენი გუნდი ბევრს მუშაობს ბიზნესმენებთან ინვესტიციების მოსაზიდად. ზუგდიდში უკვე მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღისა და ბულვარის რეაბილიტაცია, თეატრის რეკონსტრუქცია. ზუგდიდი ერთად უნდა გავხადოთ ევროპული ქალაქი“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.