ზუგდიდის 15 სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან, პირველ მოადგილე მამუკა წოწერიასთან, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გამგებელმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
ცაცხვი-ცაიშის, ოქტომბერის, ნაცატუს, კოკი-ორსანტიის, ნარაზენი-შამადელას, ახალაბასთუმანის, ახალსოფელის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე, ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე, ინგირში ბარათაშვილის ქუჩისა და ჭკადუაშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ლაშა გოგიამ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანსგან უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა.

ამ ეტაპზე 20 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 5 სახლი აშენდება.

სხვა ახალი ამბები: