ზუგდიდის ახალ გამგებელს ლაშა გოგიას ამომრჩეველთა 69,63 %-მა დაუჭირა მხარი

0

“ქართული ოცნების” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ დიდი უპირატესობით დაამარცხა კონკურენტი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ გაბუნია.  ყველა საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს.

ხალხის მიერ არჩეულმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა ლაშა გოგიამ ამომრჩეველთა ხმების 69,63 % მიიღო (18173 ხმა), ხოლო მისმა კონკურენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ გაბუნიამ, ხმების 30,37 % (7927 ხმა).

ლაშა გოგია ზუგდიდის ახალი გამგებელია. ის მუშაობას ცესკოს სააბოლოო შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში შეუდგება.

სხვა ახალი ამბები: