ზუგდიდის ახალი გამგებელი მუშაობას იწყებს – საკრებულომ ლაშა გოგიას უფლებამოსილება შეუწყვიტა

0

ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ლაშა გოგიას დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტა. ლაშა გოგია დღეიდან ზუსტად 11 სამუშაო დღის შემდეგ ოფიციალურად შეუდგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესრულებას.

“აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, ზუსტად 11 დღის შემდეგ მე შევუდგები ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შესრულებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, მაიზერ ნანავას მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატებები. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საერთო საქმეს, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის იქნება უკეთესი მომავლის საწინდარი”,-განაცხადა ლაშა გოგიამ smo news-თან.

ცნობისათვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა გოგია აირჩია. გამგებლის არჩევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ყოფილმა გამგებელი ედიშერ თოლორაია მმართველმა პარტიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.