ზუგდიდის ახალი მერი გუნდს ორშაბათს წარადგენს

0

ზუგდიდის ახალი მერი გუნდს 20 ნოემბერს წარადგენს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალ არჩეული მერი ლაშა გოგია საკუთარ გუნდს ორშაბათს, 20 ნოემბერს, 12 საათზე წარადგენს.

ლაშა გოგია მედიის წარმოამდგენლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს, მერის მოადგილეს და მერიის სამსახურების უფროსებს წარუდგენს.

“კადრების დაკომპლეტება მათი პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდება. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვჭირდება ძალიან ბევრი და დაუღალავი მუშაობა, ამიტომაც ვაყალიბებთ ძლიერ გუნდს, რომელსაც შესწევს ძალა სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ საჭიროებეზე რაც ჩვენს მუნიციალიტეტს აქვს” – განაცხადა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: