ზუგდიდის არჩეული მერი, ლაშა გოგია თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი, ლაშა გოგია მწუხარებას გამოთქვამს გამგებლის მოადგილის, თამაზ ჟორჟოლიანის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

“ეს არის უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეის საამაყო შვილის, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და უბრალოდ, ძალიან ღირსეული ადამიანის, თამაზ ჟორჟოლიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საღამოს დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ძალიან მძიმეა ჩემთვის თამაზ ჟორჟოლიანზე წარსულში ვისაუბრო. ის, მისი განვლილი გზით ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი ადამიანი იყო.

თამაზ ჟორჟოლიანი საკრებულოში ახალი საქმით და იდეებით მოდიოდა. ძალიან ბევრი გეგმები ქონდა ცაიშთან და ცაცხვთან დაკავშირებით. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ამ საკითხებზე და თამაზის გეგმები აუცილებლად განხირციელდება, მაგრამ სამწუხაროდ მის გარეშე.

ვუსამძიმრებ ამ ტრაგიკულ ამბავს თამაზის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, სრულიად ზუგდიდს. თამაზ ჟორჟოლიანი დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის”,- ნათქვამია ლაშა გოგიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: