“ზუგდიდის არქეოლოგიისათვის”-ზუგდიდში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

0

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, რევაზ პაპუაშვილის წიგნის ,,ზუგდიდის არქეოლოგიისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ისტორიკოსები, არქეოლოგები, სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ წიგნის ავტორს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. რევაზ პაპუაშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევის გარეშე ეს წიგნი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

,,41-ე წელია კოლხეთში, კერძოდ ზუგდიდში არქეოლოგიურ სამუშაოებს ვატარებ და მქონდა იდეა ყველაფრისთვის ერთად მომეყარა თავი-“აღნიშნა ავტორმა. წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტი მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქიაა. წიგნი განკუთვნილია, როგორც საქართველოს ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოდ.

წიგნში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ სამეცნიერო დასკვნები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების მასალებია წარმოდგენილი.

სხვა ახალი ამბები: