ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

ვეხმაურებით „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ა(ა)ი.პ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“-ს დირექტორს მადონა მაქაცარიას, თანამშრომლები გაუცემელი ხელფასების გამო დაუპირისპირდნენ.

ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ კარდებში არსად ჩანს დირექორისა და თანამშრომლების დაპირისპირება, ეთერში არ გასულა და ჟურნალისტს არ ჩაუწერია არცერთი უკმაყოფილო თანამშრომელი.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები არა დირექტორს არამედ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძაობის” თამჯდომარეს ანა წითლიძეს დაუპირისპირდნენ, რომელიც ბიბლიოთეკაში “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა. ტელეკომპანიამ სწორედ ეს კადრები შერაცხა დირექტორთან დაპირისპირებად, არადა თანამშრომლები ამ დროს ანა წითლიძეს უპირისპირდებიან და არა მადონა მაქაცარიას (არსებობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერიც).

განვმარტავთ, რომ ა(ა)ი.პ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“ არის ახალი ცენტრი, რომელიც 2018 წლის იანვარში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნდა. შესაბამისად, ეტაპობრივად მიმდინარეობდა თანამშრომლების დანიშვნა. გამომუშავებული დღეთა რაოდენობის მიხედვით, დამტკიცებული საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად გაიცა ხელფასებიც. ანა წითლიძემ კი ფაქტის პოლიტიზირება სცადა და აცხადებდა, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს იანვრის ხელფასი არ აუღიათ.