ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება

0

ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა  წარმატებით მიმდინარეობს. სტადიონი 7200 მაყურებელზეა გათვლილი და დღევანდელი მდგომარეობით, ტრიბუნების მშენებლობა სრულ სახეს თანდათან იძენს.

პროექტის მიხედვით, სტადიონს მაყურებელთა 10 შესასვლელი ექნება, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელებია გათვალისწინებული. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება, ავტობუსების პარკინგი, ქომაგების, გუნდების და მედიისთვის, ხოლო ტრიბუნების ქვედა საფეხურზე მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, სველი წერტილები და  მსაჯთა ოთახები განლაგდება.

პროექტის ღირებულება 20 000 000 ლარია და სამშენებლო პროცესს, შპს „დაგი“ ახორციელებს, ხოლო დამკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ. პროექტის მიხედვით, სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 გულშემატკივარზეა გათვლილი. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო მოედანზე ხელოვნური საფარი დაიგება.

პროექტის მიხედვით ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, 2017 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

სხვა ახალი ამბები: