ზუგდიდის ცენტრში ჯიხური დააყაჩაღეს – ზუგდიდის პოლიციამ დამნაშავე რამდენიმე წუთში დააკავა

0

18 მარტს დღის 15.00 საათზე ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N18-ში მდებარე, საქართველოს ფოსტის ლატარიის კომპანიის ერთ-ერთი ჯიხური დააყაჩაღეს. უცნობ პირს დაყაჩაღების მომენტში თან ქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ჯიხურის გამყიდველი შეაშინა. ყაჩაღმა ჯიხურიდან 800 ლარი და სიგარეტი “პარლამენტი” წაიღო და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების საფუძველზე რამოდენიმე საათში დაკავებულ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ვინმე ბაგრატ შენგელაია.

დაკავებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. შენგელიას სახლიდან ამოღებულია 800 ლარი, სიგარეტი “პარლამენტი” და ცეცხლსასროლი იარაღი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა ახალი ამბები: