ზუგდიდის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა

0

ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე უცნობმა მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა. შუახნის მამაკაცმა ლომბარდს ბენზინი შეასხა და ხალხმრავალ ადგილას არსებული ლომბარდის გადაწვა სცადა. თვითმხილველების განცხადებით, მოქალაქეს ლომბარდში ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, რომლის საფასურიც მისივე განმარტებით სამი თვის წინ ჰქონდა გადახდილი. მიუხედავად ამისა, ლომბარდის მეპატრონეები მამაკაცს საკუთარ ნივთებს არ უბრუნებდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. მამაკაცი, რომელმაც ლომბარდის დაწვა სცადა, დაკავებულია.

სხვა ახალი ამბები: