ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული “ნაციონალებმა” სცემეს

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონას რწმუნებული ბეჟან ჭუღულია “ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, გიგა მაქაცარიან და ნიკა ჭურღულიამ სცემეს. თვითმხილველების განცხადებით, სოფლის რწმუნებული შეხვედრას ესწრებოდა, რა დროსაც მას თანასოფლელებმა დაუძახეს და სალაპარაკოდ გაიხმეს.

რამდენიმე წუთში იქვე მყოფთ ხმაური შემოესმათ.

“როცა გარეთ გავედით, ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის წევრები, გიგა მაქაცარია და ნიკა ჭურღულია სოფლის რწმუნებულს გამეტებით სცემდნენ. მივედით მისაშველებლად. ახალგაზრდები ცემის მოტივად რწმუნებულის მიერ მათი მისამართით გავრცელებულ “ჭორს” ასახელებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს ბეჟან ჭურღულიამ მათ “ნაციონალობა” დააბრალა”,-აცხადებენ თვითმხილველები smo news-თან სატელეფონო საუბარში.

ამ დროისთვის ნაცემი სოფლის რწმუნებული ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.

სხვა ახალი ამბები: