ზუგდიდის გამგებელი ანაკლიაში – საკურორტო სოფელში სეზონისთვის ემზადებიან

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზაფხულო სეზონისთვის მზადების სამუშაოები დაათვალიერა. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გენერალურ დასუფთავება-დალაგების პროცესშია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ კეთილომოწყობის სამსახურის მიერ მიმდინარეობს ანაკლიისა და განუხურის ტროტუარების, გაზონების, გზების მიმდებარე მწვანე საფარის გაკრეჭვა და მოწესრიგება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ დასუფთავების სამსახურის მიერ სისტემატიურად სუფთავდება ზღვის სანაპირო და მიმდებარე პერიმეტრი. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში ჩართულია სპეცტექნიკა. სარემონტო და კოსმეტიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აკვაპარკის ტერიტორიაზე. მთლიანად შეიცვლება განათების სისტემები ბულვარის სასეირნო ბილიკებზე, შეიცვლება და დამონტაჟდება თანამედოვე მინათებები შადრევნებზე, პალმებზე. სრულად შეიცვლება ელექტრო მოწყობილობის სისტემები. რეაბილიტაცია ჩუტარდა, აღდგენილია და სრულ მზადყოფნასია მინი სპორტული სტადიონი. მიმდინარეობს სველი წერტილების სარებილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგების სისტემებს.

პარკისა და ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული მოსასვენებლი და გასართობი ბუნგალოები და ღია კაფეები აღდგენით სამუშაოებს უახლოეს პერიოდში იწყებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ანაკლია-განმუხური რესორტის წარმომადგენლებს საგანგებო დავალებები და მითითები მისცა. გამაგებლის განცხადებით დამსვენებლებსა და დამთვალიერებლებს საკურორტო ზონა სანიმუშოდ დალაგებული და იდეალურ მდგომარეობაში დახვდება. მუნიციპალიტეტის გამგეობა დამსვენებლებს ზღვის ცხელი სეზონის ანაკლია -განმუხის სანაპიროზე სასიამონო გარემოს შეუქმნის.

სხვა ახალი ამბები: