ზუგდიდის გამგებელი დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველ მოადგილე მამუკა წოწერიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ზედაეწერისა და ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჩხეტიოს უბანში, დასრულდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. წყალმომარაგების მოწყობით პრობლემა 60 ოჯახს მოუგვარდა. პროექტის ღირებულებამ 42 000 ათასი ლარი შეადგინა. ლაშა გოგიამ ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ზემო ჩხორიას უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებიც დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

ჩხორიაში, ზემო ჩხორიას უბნებში გზა გაუვალი იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზის რეაბილიტირებით კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1603 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი. რეაბილიტირებული გზით სარგებელს წელიწადში 6000 ადამიანი მიიღებს.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 307 800 ლარია.

სხვა ახალი ამბები: