ზუგდიდის გამგებელი ინფრასტრუქტული პროექტების დათვალიერებას განაგრძობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტული პროექტების დათვალიერებას განაგრძობს.

გამგებელმა ახალაბასთუმანსა და ინგირში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ახალაბასთუმანში ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაზეც 211 000 ლარი იხარჯება.

ინგირში, ბარათაშვილის ქუჩაზე დასრულდა 1200 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამაც 156 775 (ას ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარი შეადგინა.

გზის რეაბილიტაციით სარგებელი 12000 ადამიანმა მიიღო.
პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინგირში მოსახლეობამ გამგებელს მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟების თხოვნით მიმართა. აღნიშნული საკითხის შესწავლა შესაბამის სამსახურს დაევალა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამჟამად 17 397 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ჯამური ღირებულება 8 538 433 ლარია.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაციაზე 17 მილონამდე ლარი გამოიყო.

სხვა ახალი ამბები: