ზუგდიდის გამგებელი მიმდინარე პროექტებითა და ტენდერების მიმდინარეობით დაინტერესდა

0

ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, მოადგილეებთან მამუკა წოწერიასთან და თამაზ ჟორჟოლიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან ერთად, ტრადიციისამებრ, ახალი სამუშაო კვირა, სამსახურების, განყოფილებებისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.

ლაშა გოგია მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებითა და ტენდერების მიმდინარეობით დაინტერესდა. როგორც, შეხვედრიდან გახდა ცნობილი, სააღდგომოდ, მრავალშვილიანები, მარტოხელა დედები, ომის ვეტერანები, დედ-მამით ობლები და 100 წელს გადაცილებული მოხუცები სასაჩუქრე კალათებს მიიღებენ.

სოციალური სახლებისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ანკეტირების პროცესი დასრულებულია, ხოლო იმ ოჯახების სია, რომლებიც პროგრამაში მოხვდებიან თვის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. გამგებელმა თანამშრომლებს წარმატებული სამუშაო კვირა უსურვა და პროექტების მიმდინარეობაზე მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

სხვა ახალი ამბები: