ზუგდიდის გამგებელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. SMO NEWS უცვლელად გთავაზობთ ზუგდიდის გამგებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებას.

“გილოცავთ, უდიდეს დღესასწაულს ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი ტკივილით სავსე, სისხლიანი წლები გამოიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა გაწირა სიცოცხლე. ჩვენი ვალია მომავალმა თაობებმა ეს კარგად დაიმახსოვრონ და გაითავისონ, რათა იცოდნენ და პატივს მიაგებდნენ გმირებს. საქართველო დღეს ვითარდება და ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად გახდება ერთიანი და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი”.

სხვა ახალი ამბები: