ზუგდიდის გამგებელი სოფელ კოკსა და კახათში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად აგრძელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას.

„ვაგრძელებთ იმ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტში. დღეს ვიმყოფებით კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მიმდინარეობს ბეტონის გზის დაგება 560 მეტრზე, ასევე დავათვალიერეთ კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში 1100 გრძივ მეტრი ასფალტის საფარიანი გზის დაგების პროცესი. ჩვენი პროექტები გრძელდება და მათ მიმდინარეობას ყოველდღიურად ადგილზე გავეცნობით” – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტის ღირებულება 197.000.00 ( ას ოთხმოცდაშვიდმეტი ათასი) ლარს შეადგენს, კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში კი 259.999.00 (ორას ორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარია. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: