ზუგდიდის გამგებელი “USAID”-ის პროექტ “ზრდა”-ს წარმომადგენლებს შეხვდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, გამგებლის პირველ მოადგილე მამუკა წოწერიასთან ერთად, “USAID”-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელ ბრაიან კინგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, “USAID”-ის პროექტ „ზრდა“-ს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორანიზებით წელს პირველი ბიზნესფესტივალი “ანაკლიობა” გაიმართა.

ლაშა გოგიამ ,, USAID”-ის პროექტ „ზრდა“-ს წარმომადგენლებს ურთიერთთანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა წელს ბიზნესფისტავალზე განთავსებული პავილიონების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ბიზნესფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება და ის ბევრად მასშტაბური იქნება.