ზუგდიდის გამგებელმა ახალკახათში ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ, სტრუქტურული ერთეულის წარმომადაგენლებთან ერთად, ახალკახათის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. თანამედროვე ტიპისა და ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი 77 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში განთვასდება სამი ჯგუფი. სამივე ჯგუფს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილებისთვის განკუთვნილი საერთო ოთახი და გარდერობი ექნება. საბავშვო ბაღში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო იქნება.

სხვა ახალი ამბები: