ზუგდიდის გამგებელმა გრიგოლიშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ლაშა გოგია, დღეს გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 620 მეტრს, სიგანე კი 6 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი.

გრიგოლიშის გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 251 251 ( ორას ორმოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარს შეადგენს.

გრიგოლიშის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: