ზუგდიდის გამგებელმა საფეხბურთო გუნდ “ჩელა”-ს სპორტული ფორმები გადასცა

0

ზუგდიდის მუნიციპალიეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დარჩელის საფეხბურთო გუნდ „ჩელას“ დღეს სპორტული საზაფხულო თანსაცმელი, ბურთები და სხვა საჭირო ინვენტარები გადასცა. დარჩელის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო გუნდი სრულად დაკომპლექტებული ეკიპირებით აღიჭურვა.

სპორტული ტანსაცმელი და ინვენტარი ფეხბურთის მოყვარულთა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ფონდი „ვატო“ს ეგიდით განხორციელდა. გაფორმდა მემორანდუმი ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგეობასა და ფონდს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და ფონდის პრეზიდენტმა გურამ შელიამ მოაწერეს.გუნდის ინვენტარით აღჭურვას სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინატორი დავით კოდუა ესწრებოდა.

სხვა ახალი ამბები: