ზუგდიდის გამგებელმა სოციალურად დაუცველებს სახლის სიმბოლური გასაღებები გადასცა

0

ზუგდიდის მინიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალურად დაუცველ ოჯახს მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით სახლები უშენდება. მათ სიმბოლურად სპეციალურად დამზადებული გასაღებები გამგებელმა და “ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გადასცა. გამგეობის ინფორმაციით, ისინი ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდებიან.

„ოჯახის 7 წევრი სხვის სახლში ვცხოვრობთ. ზუგდიდის გამგეობას მივმართეთ, მშენებლობაზე შევიტანეთ განაცხადი. ახლა მოგვცეს 4 ოთახიანი სახლი. კმაოფილები ვართ“, – აღნიშნა ერთ-ერთი სახლის მფლობელმა, ახალსოფლის მკვიდრმა ლელა ხუფაცარიამ.

გასულ წლებში სხვადასხვა სოფელში სოციალური სახლები 41 ოჯახს გადაეცა.

ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს. პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: