ზუგდიდის გამგებელმა წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და კულტურის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ დღეს, გამგეობაში ინგირის N 1 და N 2 , დარჩელის N 1, რუხისა და შამგონის საჯარო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს უმასპინძლეს.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა კურსდამთავრებულებს წარმატება მიულოცა, ნათელი მომავალი უსურვა და საჩუქრად მობილური ტელეფონები, წიგნები და სუვენირები გადასცა.

„გილოცავთ ამ წარმატებას და გისურვებთ, რომ ეს წარმატება თქვენი მოამავალი წარმატებების საწინდარი იყოს. მუნიციპალიტეტის გამგეობა ხელს უწყობს და ყოველთვის გვერდით უდგას ახალგაზრდებს. ჩვენი ყველა პროექტი თქვენი უკეთესი მომავლისკენაა მიმართული. მიმდინარე წლის სექტემბერში, ზუგდიდში ტექნოპარკი გაიხსნება, სადაც თითოეულ ნიჭიერ ადამიანს თავისი იდეების რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა. იმედია თქვენი ნიჭისა და უნარების ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას შეძლებთ“. – აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: