ზუგდიდის გამგებლის ყოფილ რწმუნებულს სიცრუეში ამხელენ

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ოქტომბერში, ალიოშა ალანიას სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს. ალიოშა ალანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თითქოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამგეობას დაავალა მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, სიმართლეს მოკლებულია.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროს ნათია ჩიტაიას განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მცირედით შეცვალა თუმცა ეს არ შეხებია სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც ატესტაციის შედეგად დათხოვნილთა სამსახურში აღდგენას და მათი სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობდა.

ნათია ჩიტაიას განმარტებით, ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეტი გამჭვირვალობისთვის გამგეობას დაევალა მოსარჩელეებს კონკურსის ორი ეტაპი – გასაუბრება და წერითი ნაწილი ხელახლა ჩაეტარებინა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეიტანა ცვლილება და არც კონკურსის ხელახლა ჩატარება ჩათვალა საჭიროდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ყველა ის აქტი, რომლის საფუძველზეც გამგებლის ყოფილი წარმომადგენლები გათავისუფლდნენ.

სხვა ახალი ამბები: