ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის დედისა და სოფლის რწმუნებულის თაღლითური სქემა

0

საინფორმაციო სააგენტო smo news-მა კიდევ ერთი თაღლითური სქემა გახსნა. საქმე ისევ და ისევ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის, გურგენ (გიზო) სართანიას დედას ეხება.

ლალი ანთია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებთან ერთად გარკვეულ თანხებს სძალავდა ასევე იმ ოჯახებს, რომელთაც პატიმარი შვილი ჰყავდათ. ასეთი ოჯახების მოძიებაში ანთიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის გამგებელი ალიოშა ალანია ეხმარებოდა. ალანიამ ანთიას თავისსავე სოფელში ისეთი ოჯახი მოუძებნა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა ჰქონდა.

როგორც smo news-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა, ალანია ლალი ანთიას მოთხოვნით სოფელ ოქტომბერში დაუკავშირდა შამათავების ოჯახს, მათ შესთავაზა დახმარება და დაჰპირდა, რომ უშუალოდ ლალი ანთიას შეახვედრებდა.

-ეს იყო ლალი ანთიას ერთგვარი ქსელი, რომ მისთვის მოეძებნათ ისეთი ოჯახები, რომლებსაც ჰყავდათ პატიმარი ოჯახის წევრი. ანთია ამ ოჯახებს შემდეგ პირდებოდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას დახმარებით შეძლებდა მათ გათავისუფლებას საპატიმროდან.

-რეალურად ჰქონდა ლალი ანთიას ეკა ბესელიასთან ურთიერთობა?

-კი, ჰქონდა, თუმცა ბესელია ყოველთვის ცდილობდა ეს ქალბატონი თავიდან მოეშორებინა. ძირითადად ანთია ბესელიასთან ამ თემებზე მიდიოდა ან თუ არ მიდიოდა წერდა მას მესიჯებს, რომლებიც ფაქტიურად უპასუხოდ რჩებოდა. ეს ქალი აწუხებდა მას თავისი ვიზიტებით თუ მესიჯებით ან დარეკვებით.

-დავუბრუნდეთ ისევ ალანიასთან ურთიერთობას. როგორ გააცნო მან ანთიას შამათავების ოჯახი და როგორ განვითარდა მოვლენები?

-ლალი ანთიას აღნიშნული პრობლემის შესახებ მოუყვა ალიოშა ალანია და თან უთხრა, ხომ არ შეეძლო მას რაიმენაირი დახმარება გაეწია ოჯახისთვის. ეს ანთიამ რომ გაიგო, როგორ დაიხევდა უკან და ალანიას უთხრა, რომ ოჯახთან სურდა შეხვედრა. ალანიამაც არ დააყოვნა და ახალგაზრდა პატიმრის დედ-მამა ოფისში მოუყვანა. ისაუბრეს პრობლემაზე და შემდეგ ლალი ანთიამ “სტავკა” დაუდო. მან პატიმრის მშობლებს უთხრა, რომ საამისოდ პირადად მას არაფერი ჭირდებოდა, მაგრამ თანხა ეკა ბესელიასთვის უნდა გადაეცა.

-შამათავას მშობლები დათანმხდნენ ლალი ანთიას შეთავაზებაზე?

-კი დათანხმდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ. დაახლოებით ორ-სამ დღეში ოფისში ლალი ანთიას მოთხოვნილი თანხის ნაწილი აახლა ოქტომბერის გამგებელმა ალიოშა ალანიამ. ამ მომენტში, როცა ალანიამ თანხა შემოიტანა მეც ლალი ანთიას ოფისში ვიყავი. ალანიამ ცელოფანში ჩადებული თანხა მაგიდაზე დაუდო, რასაც მოჰყვა ლალი ანთიას შემდეგი რეპლიკა: “აგაშენა ღმერთმა, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდაო”, შემდეგ კი მე მომიბრუნდა და ნიშნისმოგებით მითხრა, სესხად ავიღე 3 ათასი, სასწრაფო სესხი უნდა გადავისტუმრო ბანკისო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე ამ დროს უკვე ვიცოდი რაშიც იყო საქმე, თუმცა თავი  გავისულელე.

-თუ ათი ათასი იყო ანთიას მიერ მოთხოვნილი, მაშინ მხოლოდ სამი ათასს როგორ დაჯერდა?

-ეს იყო მხოლოდ პირველი ნაწილი, დანარჩენი შემდეგ, რამდენიმე დღეში მოუტანეს. და აქვე მინდა ერთი რამ გითხრათ კიდევ. როცა ანთიას ალანიამ მოუტანა ეს თანხა, მან ცელოფნიანად ჩადო ჩანთაში, რომელიც სკამზე ჰქონდა ჩამოკიდებული. თვითონ უკან ოდა სახლში სსადილოდ გავიდა. ამ დროს ოფისში მოვიდა მისი მეგობარი დ.ლ. ცოტა ხნის შემდეგ დ.ლ-მ სათვალე ვერ იპოვა საკუთარ ჩანთაში და ლალის სათვალეს დაუწყო ძებნა. მაგიდაზე ვერ იპოვა სათვალე და ჩანთა გახსნა აქ ექნებაო. ჩანთა როგორც კი გახსნა დ.ლ-მ ნახა ცელოფნით სავსე ფულები და ამ დროს ოთახში უკვე ანთიაც დაბრუნდა. იქ მერე რაც მოხდა მაგას ვერ აღგიწერთ. იყო ჩხუბი და დავიდარაბა. ანთია ზალიან გაბრაზდა იმიდ გამო, რომ დ.ლ-მ მის ჩანთაში საეჭვოდ ჩადებული ძალიან ბევრი ფული იპოვა.

-საბოლოოდ როგორ დასრულდა შამათავებისა და ანთიას მორიგების ამბავი?

-კრახით! ანთიამ როგორც ყოველთვის ეს ოჯახიც გადააგდო. პატიმარს რა თქმნა უნდა ლალი ანთიას მოთხოვნაზე არავინ გაათავისუფლებდა და დარჩნენ ასე ხახამშრალი.

-და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ქირიების ოჯახს?

-მთელი სამი თუ ოთხი წელი დასდევდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ. შემდეგ იჩივლეს პოლიციაში და კარგად მახსოვს, რომ დაკითხვებზეც დადიოდნენ. ოჯახმა ყველაფერი თქვა რა როგორ იყო, თავად ალანიაც იყო პოლიციაში დაბარებული და ეს ნამდვილად ვიცი, თუმცა როგორც ხედავთ დღეს ყველა გარეთაა და უვნებლად.

-ანთიამ დაუბრუნა თუ არა ოჯახს ეს თანხა, გააქვთ ამაზე ინფორმაცია?

-ანთიამ ოჯახს მხოლოდ თანხის ნაწილი დაუბრუნა და შეჰპირდა, რომ ახლო მომავალში დარჩენილ თანხებსაც დაუბრუნებდა, თუმცა მათ შორის დავა ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ გრძელდება. ლალი ანთიას შამათავებისთვის თანხის ნაწილი ჯერაც არ დაუბრუნებია.

ლალი ანთიამ მსგავსი თაღლითური გარიგებები შამათავების ოჯახის მსგავსად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში როგავების ოჯახთანაც აწარმოა. როგავებს ანთია საერთო ნაცნობების, ბულიების საშუალებით დაუკავშირდა. ლალი ანთიამ ოჯახს პატიმარი შვილის ციხიდან დასახსნელად 16 ათასი დოლარი გადაუხადა, რომელიც ანთიას დღემდე არ დაუბრუნებია.

smo news როგავების ოჯახს დაუკავშირდა, თუმცა მათ არ ისურვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი. რაც შეეხება ლალი ანთიას მიერ ოჯახისთვის მოტყუებით გარკვეული თანხის გამოძალვის ფაქტს, საინფორმაციო სააგენტოს დაუდასტურეს. როგავების ოჯახი იმედს იტოვებს, რომ ლალი ანთიასთვის მიცემული თანხები მათ უკან დაუბრუნდებათ მას შემდეგ, რაც შესაბამის უწყებებში განაცხადებენ.

გარდა შამათავებისა და როგავების ოჯახისა ლალი ანთიამ გალის რაიონიდან დევნილი ოჯახიც თაღლითურად მოატყუა. მათ მსგავსად მიქიების ოჯახს შვილის, ლევან მიქიას ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა. ლალი ანთია ოჯახს არწმუნებდა, რომ ის “უდოს” კომისიასთან უშუამდგომლებდა, თუმცა ამისთვის გარკვეული თანხები იყო საჭირო.

ლალი ანთიას ოჯახმა 5 ათასი დოლარი მისცა, თუმცა როგორც ყოველთვის, ანთიამ ამჯერადაც ეს ოჯახიც მოატყუა.

“ლევან მიქიას მშობლებმა ლალი ანთიას ეს თანხა არ შეარჩინეს. საქმეში ჩართული იყო სამეგრელოს გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ნ.ა, რომელიც ანთიასთან მივიდა და განუცხადა, რომ ოჯახი ჩივილს აპირებდა. ანთია ამ ფაქტმა შეაშინა და ოჯახს სრული თანხა დაუბრუნა”-აცხადებს smo news-ის კონფედენციალური წყარო.

ლალი ანთიას და მის მოკავშირეებზე სხვა თაღლითური გარიგებების შესახებ ექსკლუზიურ ინტერვიუს smo news უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

 

სხვა ახალი ამბები: