ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია, ოდიშისა და ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებმაც, სხვადასხვა საჭიროებებზე გამგეობას კოლექტიური წერილით მიმართეს.

ოდიშის მკვიდრმა ანა ქოჩუამ, გამგეობას ნაპირსამაგრის მოწყობის თხოვნით განცხადებით მიმართა. ძლიერი წვიმის დროს მდინარე ჯუმი დიდდება და ახლომდებარე ნაკვეთებს საფრთხეს უქმნის. გიზო სართანიამ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და პრობლემის უახლოეს ხანში მოგვარების პირობა დადო.

ზედაეწერის მოსახლეობა კი სათორდიო-საფიფიოს უბანში განათებისა და სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღნიშნულის მოთხოვნით გამგეობას კოლექტიური წერილით მიმართეს. გიზო სართანიას განმარტებით, სანიაღვრე არხის პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებენ, გარე განათების მოწყობა კი მომავალ წელს განხორციელდება.

“ამ ეტაპზე ზედაეწერის 1500 მეტრიანი გზის განათებას ვახორციელებთ, სათორდიო- საფიფიოს უბანში კი განათების მოწყობა მომავალ წელს განხორციელდება”-განაცხადა გიზო სართანიამ.

სხვა ახალი ამბები: