ზუგდიდის გამგებლის სტიპენდია კიდევ ერთმა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომისიამ წარჩინებულ სტუდენტს ნინო ჯინჯორიას გამგებლის სტიპენდია დაუნიშნა. ახალკახათის მკვიდრი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტს ნინო ჯინჯორია ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 250 ლარს მიიღებს.

„ ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგარზდები, როგორიც თქვენ ხართ ჩვენს რეგიონს სჭირდება, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებას შევუწყო ხელი, რათა არ მოხდეს რაიონიდან გადინება“- აღნიშნა ლაშა გოგიამ.

კომისიამ, ასევე რუხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს ქეთევან ღურწკაიას გერმანიაში გოეთეს ინსტიტუტში გამგზავრების ხარჯებს დაუფინანსებს. ქეთევან ღურწკაია პროექტის „ხიდი განათლებისკენ“ ფარგლებში გაემგზავრება. დაფინანსება მოიპოვა აგრეთვე, კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა ხატმწერმა ანა გულორდავამ.

ფინანსური ხელშეწყობის-თანადაფინანსების პროგრამაში შეიძლება მოხვდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე მცხოვრები ახალგაზრდები(სტუდენტები), რომლებიც აკრედიტირებულ უმაღლეს ან სხვა ტიპის სასწავლებელში სწავლობენ, გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. გამგებლის სტიპენდით უკვე სარგებლობენ ბაია ღუბელაძე, თამარ ნარმანია და თამუნა ჭიჭაღუა.

სხვა ახალი ამბები: