ზუგდიდის გამგეობა ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

0

gamgeoba-agiarebaზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების (NDFI) ინსტიტუტის მიერ 2015 წლის ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა და ორგანიზაციის დირექტორის მიერ სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად იქნა აღიარებული.

“ჩვენ ვემსახურებით მინუციპალიტეტის ყოველ მოსახლეს და ნამდვილად ანგარიშვალდებულები ვართ პირველ რიგში მათ წინაშე, რადგანაც მათ გამოგვიცხადეს ნდობა. რა თქმა უნდა,მუნიციპალიტეტის გამგეობა ანგარიშვალდებული და ღია იქნება ნებისმიერი ორგანიზაციის, დაწესებულებისა თუ დაინტერესებული პირისთვის. მადლობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, იმისათვის, რომ მათ დაინახეს ჩვენი საქმიანობა და სათანადდოდ დაგვაფასეს”, – აცხადებს ედიშერ თოლორაია.