ზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების მშენებლობას აგრძელებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აგრძელებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა. სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება დასრულდა. შემდეგი ეტაპი კი შემოსული განცხადებების საფუძველზე ოჯახების ანკეტირებას დაეთმობა. სულ შემოვიდა 175 განცხადება, აქედან 102 სახლების მშენებლობას, 73 -კი,, ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩასმას შეეხება.

ცნობისათვის, ორი წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საცხოვრებელი სახლი 41 მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებს აუშენა და საჩუქრად გადასცა.

სხვა ახალი ამბები: