ზუგდიდის გამგეობა უსახლკარო ოჯახებისთვის დამატებით სამ სახლს ააშენებს

0

დღეს, “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის” სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამატებით სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეეს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 20 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე დაიწყო.

საცხოვრებელი სახლების დამატება კი გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე მოხდა. პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდა. კომისიას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა, საცხოვრებელი სახლების მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური სახლების მშენებლობაზე 102 განცხადება შემოვიდა.

სხვა ახალი ამბები: