ზუგდიდის გამგეობამ “Mercedes-Benz”-ის მარკის მიკროავტობუსები შეიძინა

0

მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, შპს ზუგდიდის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ტყაიას ადმინისტრაციული ერთულისთვის 19 ადგილიანი “Mercedes-Benz-ის მარკის მიკროავტობუსი შეიძინა. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მგზავრების გადაყვანას გაუმართავი კომერციული სატრანსპორტო საშუალება აწარმოებდა, რომელიც მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფდა.

სოფელში საზოგადოებრივი ტრაბნსპორტით მგზავრობა ხელმისაწვომი გახდება და მიკროავტობუსი ზუგდიდი-ტყაიას მიმართულებით დღის განმავლობაში სამჯერ იმოძრავებს. დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა სხვა ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.

სხვა ახალი ამბები: