ზუგდიდის გამგეობამ ოქტომბერში 83 მოქალაქეს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ ოქტომბრის თვეში 83 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა – ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფრომაციით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია დაუფინანსდა 46 მოქალაქეს და კომპიუტერული კვლევით (ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) დაფინანსდა 16 მოქალაქე. გარდა ამისა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა დაუფინანსდა 1 მოქალაქეს, ხოლო ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსდა 20 მოქალაქე.

აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 36 175 ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: