ზუგდიდის გამგეობამ სოციალურ პროგრამით 595 ბენეფიციარზე 76 487 ლარი დახარჯა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში 595 ბენეფიციარმა ისარგებლა – ამის შესახხებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა. გახარჯული თანხა 3200 ლარი:

  • 2000 ლარი – 2 – 100 წელს გადაცილებულ ბენეფიციარზე (თითოეულს 1000 ლარის ოდენობით).
  • 400 ლარი – 4 მარტოხელა მოხუცზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით).
  • 800 ლარი – 4 სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გაიხარჯა 650 ლარი:

  • 250 ლარი – 1 ბენეფიციარზე, გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახზე ფინანსური მხარდაჭერა.
  • 400 ლარი – მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 2 ვეტერანზე (ყოველთვიურად თითოეულს 200 ლარის ოდენობით).

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 2200 ლარი:

  • 600 ლარი – 3 ბენეფიციარზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით (თითოეულს 200 ლარის ოდენობით პირველი და მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით, უმწეო კატეგორიის ადგილობრივ და დევნილ ოჯახებზე).
  • 1000 ლარი – 2 ბენეფიციარზე, ტყუპის შეძენასთან დაკავშირებით (თითოეულს 300 ლარის ოდენობით).
  • 600 ლარი – 2 მარტოხელა მშობელზე (თითოეულს 300 ლარის ოდენობით).

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 6000 ლარი:

  • 1200 ლარი – 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).
  • 1900 ლარი – 19 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (თითოეულს 100 ლარის ოდენობით)
  • 2900 ლარი – შშმ პირთა და უმწეო კატეგორიის მარტოხელა მოხუცების მომვლელისათვის (ყოველთვიურად 29 ბენეფიციარს 100 ლარის ოდენობით).

მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 2800 ლარი:

  • 2800 ლარი – 14 მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).

სოფელ ხურჩის მოსახლეობის, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების პროგრამაზე გახარჯულია 5095 ლარი:

  • 3800 ლარი – დიალიზის პროგრამაზე მყოფ 38 ბენეფიციარზე (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით).
  • 1295 ლარი – სოფელ ხურჩის მოსახლეობის მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსება.(დაახლოებით 400 ბენეფიციარი)

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამაზე გახარჯულია 9104.80 ლარი:

  • 7304.80 ლარი – სტიქიის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახზე (თითოეულს 300-1000 ლარის ფარგლებში)
  • 1800 ლარი – 18 ბენეფიციარის ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით)

დევნილთა მხარდაჭერის პროგრამაზე გახარჯულია 1600 ლარი:

  • 1400 ლარი – 7 გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით)
  • 200 ლარი -2 მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე და სოციალურად დაუცველი დევნილისათვის (თითოეულს 100 ლარის ოდენობით)

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე გახარჯულია 45082 ლარი:

  • 45082 ლარი – მიმდინარე თვეში დაიწყო 20 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსებაზე გახარჯულია 756 ლარი:

  • 756 ლარი – პროგრამა „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“- 30 ბენეფიციარი

ივლისის თვეში ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილი იყო უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე, 45082 ლარი, რამაც მთლიანი თანხის 59% შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: