ზუგდიდის გამგეობამ უკრაინელ ქალთა დელეგაციას უმასპინძლა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ ქალთა დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ფონდ ,,ტასო“-ს თანამშრომლობით განხორციელდა. დელეგეგაციაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უკრაინის თვითდახმარების ჯგუფების ხელმძღვანელი ქალები, უკრაინის ქალთა ფონდისა და უკრაინული UN Women- ის წარმომადგენლები შედიოდნენ.

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამგეობის სააქტო დაარბაზში გაიმართა. როგორც, გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და აღნიშნეს, ,,ჩვენ მოხარულები ვართ თქვენი სტუმრობით ჩვენს მუნიციპალიტეტში, უკრაინასა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და ეს მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება“.

შეხვედრაზე უკრაინელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა გენდერული კუთხით განხორციელებულ პროექტებზე. სტუმრებს მუნიციპალიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სასწავლო ვიზიტი სათემო მობილიზაციის შესახებ საქართველოში თემებისა და ქალთა გაძლიერებას ემსახურება.

სხვა ახალი ამბები: