ზუგდიდის გამგეობასა და საკრებულოში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში სახოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღურწკაია საკრებულოს ამავე სამსახურის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მაგდალინა თოდუამ ჩაანაცვლა.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მაგდალინა თოდუას პოსტი ამავე სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა მერი შენგელაიამ დაიკავა.

სპეციალურ ბრძანებას ხელი დღესვე მოეწერა. ბრძანებას ხელს საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ზუგდიდის გამგებელი, ლაშა გოგია აწერენ.

მერი შენგელაია და მაგდალინა თოდუა მუშაობას დღეიდან შეუდგნენ.

სხვა ახალი ამბები: