ზუგდიდის გამგეობაში C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, გამგებლის მოადგილეები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქციაში ჩაერთვნენ. აქცია ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეურთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას და მოსახლეობის კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ყველა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში მისვლას და C ჰეპატიტის სკრინინგს გეგმავს. ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი, საქართველოს მასშტაბით C ჰეპატიტის მაღალი გავრცელებით გამოირჩევა, ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას თავი არ შეიკავონ სკრინინგული კვლევებისგან, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტო შემთხვევა ხდება, ყველას შეუძლია C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში უფასოდ მიიღოს როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა. ჩვენ ყველა ორგანიზაციაში მისვლას ვგეგმავთ და გვინდა მაქსიმალურად გამოგვეხმაურონ, რომ ადგილზე მივიდეთ და უფასო გამოკვვლევები ჩავუტაროთ“-აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად არის ჩართული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და ბენეფიციარებს ამ პროგრამაში ჩართვას უფინანსებს.

სხვა ახალი ამბები: