ზუგდიდის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გასაუბრება მიმდინარეობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე გასაუბრების ეტაპი დღეს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. გამგეობამ ვაკანსია 67, ხოლო საკრებულომ 1 პოზიციაზე გამოაცხადა. გასაუბრებას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია აწარმოებს.

გამგეობაში მიმდინარე გასაუბრებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან. კომისია 5 წევრისგან შედგება. კომისიის თავმჯდომარე კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავაა.

სხვა ახალი ამბები: